დასრულდა შეჯიბრი ბიატლონში 20 კილომეტრზე მამაკაცებს შორის, რომლის გამარჯვებული ნორვეგიელი იოჰანეს ბოე გახდა. რბოლის პირველი სამი მეოთხედი ფრანგმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარტენ ფურკადმა უნაკლოდ გაიარა და გამარჯვების უპირველესი კანდიდატი იყო, თუმცა ბოლო სასროლეთზე ორი გასროლა გააფუჭა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. რაც შეეხებათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს, ესენი არიან სლოვაკი იაკოვ ფაკი და დანიელი დომინიკ ლანდერტინგერი.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე