კიბოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მართვის მიზნით, თბილისი საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდა
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს მემორანდუმი გაფორმდა. თბილისი იმ საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოს თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და მდგრად მართვას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს მთავრობისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა.
პროექტი ფონდ „სითი ქანსერ ჩელენჯის“ დახმარებით დედაქალაქში 2 წლის განმავლობაში განხორციელდება.