ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ათეულშია - ფავორიტი მესია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის ათეულში დაწინაურდა, ხოლო ფავორიტი მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა ლიონელ მესია.
საინტერესოა, რომ თავიდან 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კანდიდატთა სიაში მე-17 პოზიციაზე იყო, მაგრამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით (11 გოლი, 12 საგოლე პასი) ათეულში დაწინაურდა და ამჟამად მე-8 პოზიციაზეა.
„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა განახლებული რეიტინგი პოპულარულმა გამოცემამ, Goal-მა გამოაქვეყნა.
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. სამეულში არიან მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე და „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი.
„ოქროს ბურთის” კანდიდატთა რეიტინგი:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“)
4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
5. ნეიმარი (პსჟ)
6. მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
7. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“)
8. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
9. ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
10. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)