ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა დაასახელა.
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრა „ჯენოასთან“ ფრედ 1:1 დაასრულა. Sofascore-მა კვარაცხელიას 8.3 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
შედეგად ქართველი ფეხბურთელი ტურის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა, შეფასებით კი საუკეთესო ხუთეულშიცაა – კვარაცხელიაზე უკეთესი შეფასება კარლოს აუგუსტოს („ინტერი“, 8.4), ჰაკან ჩალჰანოღლუს („ინტერი“, 8.9), მარკო პაშალიჩსა („ატალანტა“, 8.7) და მილე სვილარს („რომა“, 9.3) აქვთ, ხოლო „ინტერის“ მცველს, ალესანდრო ბასტონის – ხვიჩას მსგავსად 8.3 ქულა დაუწერეს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი საშუალო ჯამური შეფასება 7.4 ქულაა და ამ მაჩვენებლით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შედის.