გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. დღეს კი, ქვეყნის მასშტაბით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია. ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 19-24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ და ზეგ (14-15 მარტს) მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
16 მარტიდან კი, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ნავარაუდევია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც – დაბლობსა და ბარში დღისით 6-11 გრადუსამდე.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს 16-18 გრადუსს, ხოლო 16 მარტს 9-11 გრადუსამდე დაიკლებს.