ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა
ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

ხვალ, 2 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგში ასახულია „მოქალაქეების“ მიერ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენის საკითხი.

ომბუდსმენის კანდიდატურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცემა განსახილველად. სწორედ კომიტეტის სხდომაზე მოხდება კანდიდატის მოსმენა.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ ხმების გათვალისწინებით, საჭიროა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება.