აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილი ვარსკვლავი ნიკ დიაზი ოქტაგონს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ESPN-ს დიაზის აგენტმა კევინ მუბენგამ მიაწოდა.
მუბენგას ინფორმაციით, დიაზს ბრძოლის ჩატარება 2021 წლის დასაწყისში სურს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნიკი ვარჯიშის პროცესშია ასახული.
წყარო ასევე იუწყება, რომ დიაზი ყურადღებით დააკვირდება კოლბი კოვინგტონისა და ტაირონ ვუდლის ბრძოლას, რომელიც 19 სექტემბერს შედგება.
ნიკ დიაზმა უკანასკნელი ბრძოლა 2015 წელს ანდერსონ სილვასთან გამართა და მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით წააგო. მოგვიანებით გაირკვა, რომ სილვამაც და დიაზმაც დოპინგ-ტესტი ჩააგდეს და აღნიშნული ორთაბრძოლის შედეგი გაუქმებულად გამოცხადდა.