ხუთი ქართველი ძიუდოისტი ევროპულ თამაშებში ხვალიდან ჩაერთვება | მინსკი 2019
ხუთი ქართველი ძიუდოისტი ევროპულ თამაშებში ხვალიდან ჩაერთვება | მინსკი 2019

21-დან 30 ივნისის ჩათვლით მინსკი 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. ძიუდოში საქართველოს ღირსებას ათი სპორტსმენი დაიცავს. მათ შორის ერთი გოგონა იქნება.

ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.)

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

ლუკა მაისურაძე (81 კგ.)

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.)

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

გურამ თუშიშვილი (100+ კგ.)

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ, თამაშები, ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.

ხვალ, 22 ივნისს ევროპულ თამაშებზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) შეეცდებიან ჩვენი ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება.