ხუთი ფეხბურთელი თბილისის „დინამოდან“ - ეროვნული ლიგის მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეოთხე წრის სიმბოლური გუნდი ცნობილია, სადაც მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის“ მოთამაშეები დომინირებენ.
მეკარე: ლუკა კუტალაძე („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკა მალი („დინამო“ თბილისი), პედრო მონტეირო („ტორპედო“), ჯიმი ტაბიძე („დინამო“ თბილისი), ვანდერსონ სილვა („დილა“)
ნახევარმცველები: ჯეფერსონ ჯერალდო („სამგურალი“), ალეფ სანტოსი („დილა“), ულად-ომარ იმრანი („დინამო“ თბილისი)
თავდამსხმელები: ირაკლი რუხაძე („სამგურალი“), ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო“ ბათუმი), უსმანე კამარა („დინამო“ თბილისი)
მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებში სულ ხუთი გუნდის წარმომადგენელი დასახელდა. მათგან ხუთი მოთამაშე მოხვდა თბილისის „დინამოდან“, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ორ-ორი ფეხბურთელია წყალტუბოს „სამგურალიდან“ და გორის „დილადან“, თითო-თითო ქუთაისის „ტორპედოდან“ და ბათუმის „დინამოდან“.