ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორი კვირის წინ დაკავებული, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან.
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ გაათავისუფლა.
ისინი ოკუპირებულ ცხინვალში საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდიათ.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახმა დაუდასტურა.
„ჯარიმა არ გადაგვიხდია. ორკვირიანი ვადა გავიდა კარანტინის და გმოუშვეს. ახლა სახლში არიან დათა პაპასთან ოკუპირებულ მხარეს, აქეთ ვერ გადმოვლენ. თუ გადმოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, შემდეგ უკვე პატიმრობა ემუქრებათ. ახლა ტელეფონები აქვთ გათიშული და ვერ ვურეკავ. გვითხრეს, რომ გაათავისუფლეს და გადმოყავდათ იმ დროს. ვიცით, რომ ორივე კარგადაა“, – განაცხადა დაკავებულის დამ თამთა იდუკაშვილმა.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვსლეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ორი კვირის წინ დააკავეს. მათ საკარანტინო რეჟიმი ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გაიარეს.