ხურჩის საარჩევნო უბნის მონაცემებით, გიორგი შენგელიას 80 ხმა აქვს, სანდრა რულოვსს - 43
ხურჩის საარჩევნო უბნის მონაცემებით, გიორგი შენგელიას 80 ხმა აქვს, სანდრა რულოვსს - 43

ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიაში ამ დროისთვის შესულია ერთი, ხურჩის საარჩევნო უბნის მონაცემები, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცისანა დარასელიამ განაცხადა, დათვლილია საარჩევნო ბიულეტენები, რომლის მიხედვითაც 80 ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა 43 ხმა მიიღო, ერთი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა.