ხულოში, სოფელ ბეღლეთში ხანძრის შედეგად იაკობაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 7 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ხანძრის ლოკალიზებას ძლიერმა ქარმა შეუშალა ხელი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც იაკობიძეები აცხადებენ, ცეცხლმა მათი საოჯახო მეურნეობა – ფუტკრის ოჯახები და სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ტონა თაფლი გაანადგურა. დაიწვა ასევე ავეჯის დამამზადებელი მცირე საწარმოც.
დაზარალებულ ოჯახს ხულოს მერია 10 ათას ლარს გამოუყოფს.