ხულოში მეჩეთი გაქურდეს
ხულოში მეჩეთი გაქურდეს

ხულოში მეჩეთი გაქურდეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფელ ბეღლეთში, სალოცავში შემოწირულობათა ყუთი გატეხეს, საიდანაც თანხაა წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ასევე, უწყების ინფორმაციით, მხილებულია პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

რამდენიმე კვირის წინ, ანალოგიურ შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაშიც მოხდა.