ხულოში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური იყო [ვიდეო]
ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაური იყო.
ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლასა და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოგვიანებით კი ცოცხები დაუშინეს.
„მონა“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
„ქართული ოცნები“ ნაცვლად „ქურდული ოცნება“ და მაჟორიტარის ნაცვლად, მონა, დღეიდან ანზორ ბოლქვაძეს ჰქვია სახელი – მონა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა“,- განაცხადა „ალტერნატივას“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ.
ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გარეთ გაიყვანეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
ამ დროისთვის ბიუროსთან აქცია დასრულებულია.