საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა.
„პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.