ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ხის კონსტრუქციებს, დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტში მობილიზებული იყო ადგილობრივი და შუახევის ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.