ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან
აჭარის მთავრობის სახლთან ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამასთან, აქციის რამდენიმე მონაწილეს ამ წუთებში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოლაპარაკების შედეგზე იქნება დამოკიდებული, რას მოიმოქმედებენ აქციის მონაწილეები.
ორ საათზე მეტია მთავრობის სახლთან ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით 5 მაისს დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებულები უდანაშაულოები არიან და მოითხოვენ, საპატიმროდან გათავისუფლდნენ.