“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატის კალენდარზე დაიჩივლა. ამასთან, ესპანელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერლიგაში Boxing Day-ის გაუქმებას არ მოითხოვს.
„თუ თქვენ მკითხავთ – ტექნიკურად და ფიზიკურად ასეთი კალენდარი სასარგებლოა თუ არა მოთამაშეებისთვის, გიპასუხებთ – არა, ეს კატასტროფაა. მაგრამ, ასეთია ადგილობრივი ტრადიციები და იძულებული ვარ, მათ მოვერგო. ხანდახან, სამი დღე გვაქვს აღდგენისთვის, ხანდახან – ორი. ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაშია. ასეთია სიტუაციის ჩემეული ხედვა, მაგრამ მე არ შევეცდები მივმართო ხელმძღვანელობას ამ ტრადიციის შეცვლაზე“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები BBC-ს.
BBC-სთან ინტერვიუში გვარდიოლამ ისიც განაცხადა, მზად არის დაეხმაროს ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინ.