ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფოში არსებულ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
მედიის ცნობით, 24 თანამშრომლიდან 18 დიპლომატია.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი აგრესიისა და იქ ჩადენილი მრავალი დანაშაულის გამო, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
„რუსულ მხარეს ეცნობა ზაგრებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემცირების შესახებ“, – ნათქვამია ხორვატიის საგარეო უწყების ინფორმაციაში.