ხორვატიის კუნძულ ჩიოვოზე ხანძრის შედეგად 400 ჰექტარი მიწა დაიწვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას მეხანძრეების ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის სწრაფი გავრცელება ძლიერ ქარს უკავშირდება, თუმცა მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე არ გადასულიყო.
ხანძრის ლიკვიდირების პროცესში 100-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. მედიის ცნობით, საჭირო გახდა თვითმფრინავების გამოყენებაც.