ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრებიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ პეტრინიასთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხორვატიის გარდა, მიწისქვეშა ბიძგები ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე უნგრეთში იგრძნობოდა.