ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ვიცე-პრემიერმა, დავორ ბოჟინოვიჩმა განუცხადა.
ეს ბოლო 140 წლის განმავლობაში ხორვატიაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რომლის ბიძგები იგრძნობოდა ვენასა და რომშიც.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიამ დედაქალაქ ზაგრებთან მდებარე ქალაქი პეტრინია დააზარალა, სადაც ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში დანგრეულია შენობების უმეტესობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად გაგზავნილია სამხედრო დანაყოფები.