ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.
ქალაქ პეტრინიას მერის ცნობით, გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი. ნანგრევებში კი ამ დრომდე რჩებიან დაშავებული მოქალაქეები.
სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზება მიმდინარეობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.