ხორვატიაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულო იქნება
ხორვატიაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულო იქნება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატებაა. გასული კვირის შემდეგ, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა ფიქსირდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ბოსნიიდან, სერბეთიდან, კოსოვოდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდნენ. კარანტინის გავლა არ მოუწევთ ტრანზიტულ მგზავრებს.
ხორვატიამ ევროკავშირის 10 ქვეყანასთან საზღვრები მაისის ბოლოს გახსნა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის 2 388 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 107 ადამიანი.