ხორვატიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ხორვატიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 793 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირების 22 534 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 344 ადამიანი.
ამ დროისთვის ხორვატიის საავადმყოფოებში 3 562 კოვიდინფიიცრებული მკურნალობს.
ხორვატიაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზით, შეზღუდვები მოქმედებს, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია, აკრძალულია 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.