მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ევროპულ ზონაში პლეი ოფი დაიწყო, რომელმაც ბოლო ოთხი ფინალისტი უნდა გამოავლინოს. ხუთშაბათს, ოთხ წყვილში გაიმართა პირველი მატჩები.
ხორვატიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მიიღო საბერძნეთი და 4:1 გაიმარჯვა. უკვე მე-19 წუთისთვის მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ – გოლები გაიტანეს მოდრიჩმა (პენალტით) და კალინიჩმა. 30-ე წუთზე პაპასტატოპულოსმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამის შემდეგ, ხორვატიამ კიდევ ორი გაიტანა – პერიშიჩმა (33-ე წუთი) და კრამარიჩმა (49) გამოიჩინეს თავი.
მეორე მატჩში შვეიცარიამ სტუმრად 1:0 მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას. ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე პენალტით გაიტანა “მილანის” მცველმა რიკარდო როდრიგესმა.
ორივე წყვილში განმეორებითი მატჩები 12 ნოემბერს გაიმართება.