ხორვატი ევროპარლამენტარი - დასავლეთი არაფერს აკეთებს, რადგან არ უნდა, გარისკოს მესამე მსოფლიო ომი, იგივე სიტუაცია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დასავლეთი მხოლოდ სანქციებისთვის არის მზად
ახლა დასავლეთი არაფერს აკეთებს, რადგან არ უნდა გარისკოს მესამე მსოფლიო ომი. იგივე სიტუაცია იყო წინა შემთხვევებში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დასავლეთი მხოლოდ სანქციებისთვის არის მზად, – ამის შესახებ ხორვატმა ევროპარლამენტარმა, ივან ვილიბორ სინჩიჩმა ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, სერიოზული სანქციების მხრივ სირთულეებია.
„ჩვენ მზად ვართ სანქციები დავაწესოთ რუსული არყის წინააღმდეგ და „სვიფტთან“ დაკავშირებით. ასევე, ჩაიკოვსკისა და დოსტოევსკის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ცოტა რამით არის დაკავშირებული ომთან. სერიოზული სანქციები, როგორიც არის ნავთობი და გაზი, ჩვენ აქ ძალიან შეზღუდულები ვართ და დასავლეთი აგრძელებს რუსეთის დაფინანსებას. ასევე, უნდა აღვნიშნო აშშ-ისა და ჩინეთის მედიის მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში არის ათობით ბიოლაბორატორია, რომელსაც პირდაპირ აკონტროლებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. მსურს, იყოს განმარტებული, რას აკეთებენ იქ, რადგან ჩვენ არ გვსურს კიდევ ერთი უხანი“, – განაცხადა სინჩიჩმა.