ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. ადვოკატ ეკატერინე მაჭარაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენს, სასამართლო კი მის დასაშვებობაზე იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ დაიკითხება ექსპერტიც.
„პროცესზე გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, სადაც მეორე ბრალდებულის ადვოკატი წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას და იმსჯელებენ მის დასაშვებობაზე. სავარაუდოდ, ექსპერტიც იქნება წარმოდგენილი, რათა დაიკითხოს და დაადასტუროს მის მიერ გაცემული დასკვნა“, – განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს თვის ბოლოს გამოაცხადებს.