ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა პრეზიდენტის მრჩევლებს ხვდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩეველს ადამიანის უფლებებისა და მათლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძესა და საპარლამენტო მდივან ანა ნაცვლიშვილს ხვდება.
ზაზა სარალიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადვოკატებთან ერთად არის მისული. როგორც სარალიძემ განაცხადა, შეხვედრის მონაწილეებს საქმის დეტალების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მისთვის აზრი არ აქვს.
„პროკურატურა ექვსი თევა, მატყუებს. რომელ ჯგუფს ვენდო? იგივე პროკურორები იქნებიან, იგივე შოთაძის უწყებიდან იქნებიან და შოთაძეს შევხვდები, ფხაკაძეს, კაპანაძეს თუ ვიღაც პროკურორს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ამ შემთხვევაში, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ადვოკატთან ერთად შევალ თუ – მარტო. ირაკლი შოთაძის შემოთავაზების დღიდან, ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი არ გაიზრდება, ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გაგვაჩნიაო. რა აზრი აქვს მაშინ, რომ შევხვდე?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პროკურატურის შეთავაზება ზაზა სარალიძისადმი პროკურატურაში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.