ხობის პოლიციის თანამშრომლებმა N2 საბავშვო ბაღის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე დაკავებული, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ასევე ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი. ფ.-მ ხობის N2 საჯარო ბაღიდან ორი პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.