ხობში მკვლელობა მოხდა
ხობში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია პოლიციელი. არსებული ინფორმციით, პოლიციელს განყოფილების შენობაში თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებული ფოთის პოლიციას უკვე ჩაბარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ასევე ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.