ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.