ხობის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო, ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა
ხობის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო, ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა.

შემთხვევა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.

ავტობუსის მძღოლის თქმით, შენიშნა, რომ მანქანას ხე ეცემოდა და მაქსიმალურად შეანელა სიჩქარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხე ავტობუსს შუაში დაეცემოდა.

რაც შეეხება მძღოლს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს, ხოლო მგზავრები არ დაშავებულან.