ხობის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ქალი, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები.
ცხედარი სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.