ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინების ჩამსხვრევისთვის ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ სამეგრელოში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებაS ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.