ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ეზოში აქცია გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ეზოში აქცია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორ კობა კვიკვინიასთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

კობა კვიკვინიას დირექტორობის ვადა 2020 წლის 10 ოქტომბერს ამოეწურა. კობა კვიკვინიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ შტაბი საკითხში გარკვევას დაპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. აქციაზე იყვნენ როგორც სკოლის პედაგოგები, ასევე მოსწავლეებიც.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო აღნიშნულ საკითხს არ მოიკითხავს და სკოლის დირექტორს თანამდებობაზე მეორე ვადით არ დანიშნავენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.