ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს.

როგორც პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცს ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და გარკვეული რაოდენობის თანხა გასტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.