ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე.
საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, პარლამენტის წევრები, ფონდ „ქართუს“ პროექტების მენეჯერი გიგი კობიაშვილი, პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ მიმდინარე წლის ივნისში გადასცა. მათივე ცნობით, ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.