ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ
ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ. როგორც ვარაუდობენ, შემთხვევის შედეგად 170 იძულებით გადაადგილებული პირი დაიღუპა.
ამჟამად მაშველები სამძებრო ოპერაციას განაგრძობენ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში დატრიალდა. მიგრანტების ნაწილის გადარჩენა თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა შეძლო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორის უმეტესობა აფრიკელი მიგრანტია. ისინი ნავებით ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.