ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად, 34 მიგრანტი დაიღუპა. მაშველებმა 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამის შესახებ გაერო იუწყება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ტრაგედია ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ რეგიონში მოხდა. ნავზე მყოფი პირები ძირითადად, ეროვნებით მაროკოელები არიან.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, კუსტარულად დამზადებული ნავი, რომელზეც საერთო ჯამში 60 მიგრანტი იმყოფებოდა, ზღვაში 30 სექტემბრის შემდეგ ტივტივებდა. ესპანეთისა და მაროკოს სანაპირო დაცვის ერთობლივი ძალისხმევით, მაშველებმა 11 მიგრანტის ცხედარს უკვე მიაგნეს.