ხმაურზე კონტროლს შსს-ს ნაცვლად ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს
ხმაურზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განახორციელებს.
შესაბამისად, ხმაურზე ჯარიმას უკვე ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გამოწერს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცალკეულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისთვის დოკუმენტის ფორმის დამტკიცება მოხდა.