ხმაური გორის საკრებულოსთან - დევნილები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ
ხმაური გორის საკრებულოსთან - დევნილები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ

ხმაურია გორის საკრებულის შენობასთან. დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი 436 დევნილ ოჯახს გადაეცემა, განაცხადი კი 1150 ოჯახმა შეავსო.

გორში დევნილთა და განსახლების მინისტრის სამი მოადგილე მუშაობს და საკითხს ადგილზე სწავლობს. აქციის მონაწილეები შენობაში იმყოფებიან და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.