ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა
ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის ამჟამინდელმა მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.

შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა – 45,66 პროცენტი.

დათვლილია ხმების 99 პროცენტი. არჩევნებში მონაწილეობა 11,64 მილიონმა რუმინელმა მიიღო.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.