ხმამაღალი სენსაცია მსოფლიო თასზე - იაპონიამ ირლანდია დაამარცხა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს სარაგბო პირველობაზე მორიგი მატჩი ირლანდიისა და იაპონიის ნაკრებებმა გამართეს. მიუხედავად პროგნოზებისა, თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ტურნირის მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა.
პირველ ნახევარში ირლანდიელებმა ორი ლელო დაუდეს მეტოქეს, იაპონელებმა კი მხოლოდ სამი ჯარიმის გატანა მოახერხეს და ტაიმი 12-9 დასრულდა ირლანდიელთა სასარგებლოდ.
მეორე ნახევარში კი იაპონელებმა იმხელა ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს, რომ ირლანდიელებმა სამი ქულის მოპოვებაც კი ვერ მოახერხეს, თავად ტურნირის მასპინძლებმა კი ლელო დადეს, რასაც ერთი ჯარიმაც დაუმატეს და მატჩი ანგარიშით 19-12 მოიგეს.
2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემდეგ, ეს იაპონელთა მეორე ხმამაღალი სენსაციაა.
ამ შედეგით, იაპონელები 9 ქულას აგროვებენ და A ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.