ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის, „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით უცხო ქვეყნიდან მომავალი ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას 18მ სამ ხის მასალაზე დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმების და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებების არსებობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.