ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” სტუმრად თამაშობდა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ და 3:2 მოიგო.
სტუმრები ორჯერ იგებდნენ და “რაიომ” ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში – მეორედ ეს 89-ე წუთზე გააკეთა.
თუმცა, “ხიმნასტიკმა” მაინც შეძლო მოგება, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 95-ე წუთზე ქართველი მარჯვენა მცველის პასით მანუ ბარეირომ დუბლი შეასრულა. კაკაბაძემ ამ შეხვედრაში სრულად ითამაშა.
ოცი მატჩის შემდეგ, “ხიმნასტიკს” 24 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა 22-გუნდიან ლიგაში.