„ხიმნასტიკი“ ლა ლიგა 2-ში კაკაბაძის გადაცემებით დარჩა [ვიდეო]

ტარაგონელებმა „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს, რის შემდეგაც ოთარ კაკაბაძის „ხიმნასტიკმა“ ლა ლიგა 2–ში ადგილი შეინარჩუნა.

„რაიო ვალეკანომ“ ლიგის ჩემპიონობა და ლა ლიგის საგზური ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის ტარაგონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და „ხიმნასტიკის“ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა – ორივე გოლი მისი გადაცემის შემდეგ გავიდა. ქართველმა ლეგიონერმა ორივე შემთხვევაში ფლანგიდან ჩააწოდა: მე-12 წუთზე ანგარიშის გახსნაში ალვარო ვასკესს დაეხმარა, ხოლო 31-ზე ასისტენტობა უკვე მანუ ბარეიროს გაუწია.

„ხიმნასტიკმა“ 52 ქულა დააგროვა, მე-15 ადგილზე გავიდა ლა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. ამ შეხვედრის შემდეგ კაკაბაძე გუნდს დაემშვიდობა და ლუქსემბურგში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.