ხერსონში, ბერდიანსკსა და კახოვკაში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება

ხერსონში, ბერდიანსკსა და კახოვკაში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ქალაქები რუსეთის ძალებს აქვთ დაკავებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ უკრაინის ეროვნული დროშები. ისინი უკრაინის ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ „წადით სახლში“, „ერთიანი უკრაინა“, „დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ და სხვა ლოზუნგებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დემონსტრაციების ამსახველი კადრები. ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქ ბერდიანსკში სამხედროფორმიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ უკრაინის მხარდამჭერი აქციიის მონაწილეებს.