ხერსონისა და დონეცკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი
ხერსონისა და დონეცკის ოლქებში დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ ბერისლავში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 60 წლის ქალი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკში დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 22. დაიბომბა ავდეევკა, უგლედარი და ბოგოიავლენკა.