ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს
რუსეთის ძალებმა ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. აღნიშნულის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი ლაგუტა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„რუსებმა მთლიანად დაიკავეს ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა. თუმცა ჩვენ არ შეგვიჩერებია მოვალეობების შესრულება. საოლქო ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობას და ოლქის მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას განაგრძობს. ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას“, – წერს ლაგუტა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, ყალბ ამბებს არ ენდონ და პანიკას არ აყვნენ.